ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია

ქარხანა და გარემო

წყალი მარგებლის ქარხანა

2017 წლის 24 ივნისს, სოფელ ნაბეღლავში სს "წყალი მარგებლის" უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა გაიხსნა. სადაც ნებისმიერი ფორმატისა და შემადგენლობის უალკოჰოლო სასმლის წარმოებაა შესაძლებელი. ქარხანა თანამედროვე ინდუსტრის თვალსაჩინო ნიმუშია, იგი სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებსა და რეგიონის უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს.

ქარხნის ტექნოლოგიური დაგეგმვა და აღჭურვა სრულად უზრუნველყო მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა “krones” და “Tetra Pak” პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი ევროა, რომელის ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად EBRD მონაწილეობით განხორციელდა.

სს“ წყალი მარგებლის“ ქარხნის მშენებლობისას აშენდა 20 000 კვადრატული მეტრის ახალი შენობა და ხიდი მდინარე გუბაზეულზე. მოეწყო გარე ინფრასტრუქტურა და დამონტაჟდა 7 საწარმოო ხაზი. ქარხნის ტერიტორიაზე გათბობა-გაგრილებისთვის გამოიყენება მდინარის ენერგია. არსებული დანადგარების მიერ გამოყოფილი სითბოს რეკუპერაციის მეშვეობით ხდება შენობის გათბობა და ცხელი წყლის წარმოება.

factory

ქარხანა

სს "წყალი მარგებელის" ქარხანაში როგორც მინერალური წყალი "ნაბეღლავი" და წყაროს წყალი "ბახმარო" ასევე რაუხის წვენები, ცივი ჩაი, ლიმონათი და სხვა უალკოჰოლო სასმელი იწარმოება.