ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია

ისტორია

წყალი მარგებელი

სს წყალი მარგებელი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში გურიაში, სოფელ ნაბეღლავში არსებული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ქარხანა შედის. კომპანია 225-მდე პროდუქტს აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ყიდის. „წყალი მარგებლის“ ისტორია 1997 წელს ნატურალური მინერალური წყალი ნაბეღლავის წარმოებით დაიწყო, რომელიც ქართული, ბუნებრივი მინერალებით გამდიდრებული წყალია და მრავალწლიან ისტორიას მოიცავს.


2017 წლიდან სს „წყალი მარგებელმა“ ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია „რაუხთან“ დაიწყო თანამშრომლობა. ამავე წელს, სოფელ ნაბეღლავში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა დაიხსნა. სადაც ნებისმიერი ფორმატისა და შემადგენლობის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი.

სს „წყალი მარგებლის“ უმაღლესი მენეჯმენტი აცხადებს და ამტკიცებს სურსათის უვნებლობის პოლიტიკას, როგორც

ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებას.


სს „წყალი მარგებელის“ მისიაა საკანონმდებლო ნორმების მუდმივი დაცვით მაღალხარისხიანი და ჯანმრთელობისათვის

უვნებელი უალკოჰოლო სასმელების დამზადება, რომელიც კლიენტის მოლოდინს ყოველთვის აკმაყოფილებს.


ჩვენი ხედვა სურსათის უვნებლობასთან მიმართებაში არის შემდეგი:


  • ვიყოთ სტაბილურობის, უვნებლობის, ხარისხის გარანტი და ვფლობდეთ ლიდერის პოზიციას წარმოების სეგმენტში;
  • განუწყვეტლივ ვაუმჯობესებდეთ: სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის ეფექტიანობას, კლიენტზე

ორიენტირებას, პერსონალის პროაქტიულობას, საგანგებო სიტუაციების მართვას, სურსათის გაყალბების (FF) და

განზრახ დაზიანებისაგან (FD) დაცვას, მიკვლევადობის და გამოხმობის პროცედურებს, სურსათის უვნებლობის

უზრუნველყოფის სტრატეგიის, მიზნების სწორი დაგეგმვის, განხორციელების, აუდიტის, ანალიზის,

მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესების საფუძველზე.


კომპანიის მიზნებია:


  • კლიენტისთვის ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტის და სერვისის მიწოდებით ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესების

გაუმჯობესება და შემოსავლების მუდმივი ზრდა;

  • შიდა და გარე ფაქტორების ანალიზი, კლიენტის და დაინტერესებული მხარის საჭიროებების, მოლოდინის და

კმაყოფილების შეფასების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება;

  • ბიზნეს-პროცესების, პროდუქტის და შიდა საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების ხარისხის მუდმივი

გაუმჯობესება. პროდუქტის ხარისხის და უვნებლობის კონტროლი და უზრუნველყოფა ადგილობრივი და

საექსპორტო ბაზრების საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;

  • პერსონალის FS კულტურის, პროაქტიულობის, კვალიფიკაციის და მოტივაციის მუდმივი გაუმჯობესება;
  • GFSI-ს აღიარებული სქემის - ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის (FSSC) მუდმივი

გაუმჯობესება.

  • კომპანიის მენეჯმენტი უზრუნველყოფს აღნიშნული პოლიტიკის კომუნიკაციას, განხორციელებას,

პერიოდულ გადახედვას და შესაბამისობას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის

მოთხოვნებთან.


about us




ჩვენი ბრენდები

product
product
product
product
product